LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში – ანა დოლიძე

75
2a4f578d-9261-4ea2-b826-802fc084cc6e-675

“გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში, ამიტომ უნდა აუცილებელია სპორტული ფედერაციების და კავშირების მიერ არაძალადობრივი განათლების დანერგვა”,-ამის ამის შესახებ „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „შაქარაშვილის ქარტია“ არის მოწოდება, რომ სპორტულმა ფედერაციებმა თვითონვე მიიღონ მონაწილეობა აღმზრდელობით პროცესში, რომელიც არაძალადობრივი პრინციპების დანერგვას გულისხმობს.

„სპორტსმენი, რომელიც არ იქცევა ეთიკურად, თავის ძალას იყენებს მოედანს გარეთ და დანაშაულში აღმოაჩენს საკუთარ თავს, მანამდე უნდა მოხდეს თვითრეგულირების მექანიზმების დანერგვა სპორტის ფედერაციის მიერ. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „შაქარაშვილის ქარტია“ გამოაქვეყნა და სპორტულ ფედერაციებს და მთავრობას მიმართა.

ანა დოლიძე მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და სახელმწიფოს დაინერგოს პრინციპები, რომელიც გამორიცხავს ერთი მხრივ სპორტსმენების ძალადობაში ჩართულობას და მეორე მხრივ, მოხდება მათი გამიჯვნა საარჩევნო პერიოდში ძალისმიერი ქმედებისგან.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს „შაქარაშვილის ქარტია“ არის ორი ძირითადი მიმართულების: აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო მუშაობა და დავების გადაწყვეტა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები