LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახშირებული ტყის ხანძრის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

146
13961

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბოლო პერიოდში გახშირებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ

ხშირად კი მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვითარების გაკონტროლებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს,” – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები