LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაკონტროლდეს მთავრობის საქმიანობა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაში” – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

328
drjjvtkwoaektv7

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს რისკები, რომელიც პანდემიის დროს კორუფციის ზრდას გულისხმობს. ორგანიზაციამ აღნიშნულ თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. მათ შორის არის საუბარი შესყიდვებზე და განმარტებულია, რომ ის არა პირდაპირი წესით, არამედ ტენდერების დახმარებით უნდა განხორციელდეს. განცხადებაში საუბარია ასევე ეპიდემიასთან ბროლისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვით ნაწილზე. ორგანიზაციის აზრით, მთავრობის საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით, პარლამენტმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სათანადოდ უნდა აკონტროლონ.

“ასეთ ვითარებაში მთავრობის ძალაუფლების ზრდას თან ახლავს საფრთხე, რომ ეს ძალაუფლება ცალკეული პირების ან ჯგუფების კერძო ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული” – წერია განცხადებაში.

აქვე ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომელიც ორგანიზაციამ შეიმუშავა:

შეზღუდვა იყოს საფრთხეების პროპორციული და გამომდინარეობდეს მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებებიდან. გარდა ამისა, კანონი შერჩევითად არ აღსრულდეს;

  • თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, შესყიდვები ტენდერების დახმარებით მოხდეს;
  • პარლამენტმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სათანადოდ აკონტროლონ მთავრობის საქმიანობა და ეპიდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი თანხების ხარჯვა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა კრიზისის დაძლევის ღონისძიებათა დაგეგმვის და მათი განხორციელების ზედამხედველობის საკითხებში;
  • მთავრობამ უზრუნველყოს თავისი საქმიანობისა და ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალობა, პერიოდულად გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიშები ეპიდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროგრამების განხორციელების შესახებ. სოციალური და ეკონომიკური დახმარების განაწილება იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, არ ემსახურებოდეს მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს;
  • საჯარო უწყებების შიდა მაკონტროლებელმა ორგანოებმა მაქსიმალურად იზრუნონ კორუფციის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე;
  • სამართალდამცავმა უწყებებმა ყურადღებით შეისწავლონ ნებისმიერი ინფორმაცია კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესახებ.

პოპულალურები