LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალაჩრებული ერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამალული შიშველი უკანალების მტერზე ჩვენებით იგესლება – ლევან ვასაძე

105
140295-video

ჩვენი ერის ნატვრა, რომ ნატოში შევა და ნატო ნამუსის ნარჩენებს არ ახდის და მის ომს მის ნაცვლად იომებს, არის ჩვენი ერის გამოთაყვანების დასტური – ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში საუბრისას განაცხადა.

ლევან ვასაძეს თმით, ნატოში შესვლა ქვეყანას ყველა პრობლემას მოუგვარებს.

„გალაჩრებული ერი მხედართმთავრების ვაჟკაცობის ნაცვლად, მიწაზე ფორთხიალა მთავრებითურთ და ისრაელში გაქცეული ბარიგა სამხედრო მინისტრების, ბრძნული ღირსეული დიპლომატიის ნაცვლად, დიალოგისგან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამალალული შიშველი უკანალების მტერზე ჩვენებით და საჯარო ბოზობის ცქერით იგესლება.

ამავე ხალხის ნატვრა, რომ ნატოში შევა და ის ნატო ნამუსის ნარჩენებს არ ახდის და მის ომს მის ნაცვლად იომებს და უანგაროდ გამოესარჩლება, არის ამ ჩვენი ერის გამოთაყვანების დასტური. ყველაზე გარყვნილ ტელევიზიებს მაღალი რეიტინგი აქვთ სუფთებს კი დაბალი.

დამარცხებული ერის ფსიქიკიდან ამოსვლის ჩვენ არანაირი შანსი ჯერ არ გვაქვს. ველით სასწაულს, მაგრამ შეიძლება ის არ მოგვეცეს, რადგან ღმერთის წესით არ ვცხოვრობთ.

ალბათობა იმისა, რომ როგორც მე ამას მიკიჟებენ, ამ ხორცის საკეპ მანქანაში შევა (ქართულ პოლიტიკას ვგულისხმობ), ცოცხალი დარჩება და არჩევნებს მოიგებს და არ გახდება მერე იძულებული ამ ხალხის გაუტანლობის და იჭვნელობის გამო კომპრომისზე წავიდეს ეროვნულ პრინციპებთან და მერე რაც არ უნდა ქნას მასვე არ დაკორტნიან და არ აცვავენ ჯვარს, ისვე ადამიანები ვინც აქებენ და ეხვეწებიან ახლა მოდი პოლიტიკაშიო უდრის 0-ს“ – განაცხადა ვასაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები