LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალსა და ოჩამჩირეს შორის გადაადგილება აიკრძალა

130
gal

ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა. ჩაკეტილია მიმოსვლა ოჩამჩირის რაიონთან, ასევე მაღალი ზონის სოფლებთან. ბრძანებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, ვალერი ბგანბამ მოაწერა.  სააგენტო „აფსნიპრესი”-ის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის საპოლიციო კორდონი აღმართა.

მიზეზად Covid-19-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა სახელდება.

შეგახსნებეთ, რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადაყვანილ პაციენტს, 50 წლის ქალს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის, ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს, რომელიც 67 წლის მამაკაცია, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები