LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ხელისუფლებასა და სარალიძეს შორის გარიგება მოხდა” – ადვოკატი

335
v x

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების საქმე საქალაქო და უზენაეს სასამართლოებშია. ადვოკატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მიხეილ კალანდია პოლიტიკური პატიმარია და დადუნაშვილის ოჯახზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. ზურაბ თოდუას თქმით, ის არ მისცემს საშუალებას უზენაესმა სასამართლომ ჩაატაროს “პარადი”.

“ჯანაშიას მიმართ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება პირდაპირ ნიშნავდა უკვე აღიარებას, რომ მიხეილ კალანდია პოლიტიკური პატიმარია. ცდილობენ გარკვეული ზეწოლა და ზეგავლენა განახორციელონ დადუნაშვილის ოჯახზე, მიიღონ მისგან სათანადო და შესაბამისი თანხმობა, როგორც სარალიძისაგან მიიღეს, და მშვიდად ჩაატარონ უზენაესი სასამართლოს ეს “პარადი”. არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, რაც არ უნდა იყოს. მე გამაჩნია უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ფაქტობრივად ეს გარიგება არის ხელისუფლებასა და სარალიძეს შორის,” – აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი სხდომა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა. საქმის მთავარი მოწმე მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი დაკითხა. მან დეტალურად გაიხსენა ხორავას ქუჩაზე მომხდარი და ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე განვითარებული მოვლენები. სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება.

მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? – მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები