LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამარჯვება რაოდენ ტკბილია! გილოცავ საქართველო” – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიულ მატჩში მოიგო

151
Untitled design (1)

ისტორიული მატჩი – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა.

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს.

მატჩის დასასრულს ბორჯღალოსნებთან ერთად გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იზეიმა.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“გამარჯვება რაოდენ ტკბილია! გილოცავთ ბიჭებო! გილოცავ საქართველო!” – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები