LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლოქდაუნი ყველაზე ეფექტური გზაა ვირუსთან ბრძოლაში – ეკა უბერი

178
127268788-1011059139414817-2700465527745197170-n

“ის სტატისტიკური მონაცემი, რაც ცხადდება და გულს გვიხეთქავს, რეალობას არ შეესაბამება და ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით უფრო დიდია. ამას ემატება უსიმპტომო პაციენტები, იგივე ბავშვები, რომლებიც სტატისტიკის მიღმა რჩებიან. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად, ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მაღალია, ვირე ამას ციფრები მიგვანიშნებს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ 4 ათასზე, აქ შესაძლოა, რეალურად 8-10 ათასი ინფიცირებული იყოს”- ამის შესახებ ცნობილმა პედიატრმა ეკა უბერმა “პოსტ TV”-ის ეთერში განაცხადა.

მან ჯოგურ იმუნიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლესი მონაცემებით, ანტისხეულების ტიტრი მაქსიმუმ 5-6 თვის განმავლობაში რჩება ორგანიზმში.

“აქედან გამომდინარე, მსოფლიოში წამოვიდა რეინფიცირების შემთხვევებიც, გამოცდილება ამასთან დაკავშირებთ ნაკლები გვაქვს და ჯოგური იმუნიტეტის მოლოდინი, ვფიქრობ არასწორია.

ძალიან სამწუხაროა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კოვიდდადასტურებული, უსიმპტომო პაციენტები დადიან გარეთ, ამიტომ გავრცელების რისკები დღეს ძალიან მაღალია. ამბობენ, რომ ბევრი პაციენტი უსიმპტომოა და ამიტომ ვერ ხვდება, რომ ინფიცირებულია. ძირითადად უსიმპტომო პაცინტები არიან ბვშვები და თუ ოჯახში არის კოვიდ ინფიცირებული უფროსი, ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ შესაძლებელია, ბავშვებიც იყვნენ კოვიდ დადებითები. ეს სიმტომებიც პირობითია, რადგან მინიმალური სიმპტომატიკაც, ძალიან საყურადღებოა. მე მყავს პაციენტები, რომლებიც მეუბნებიან, ცოტა შემაცია, თითქოს ამიწია ტემპერატურამ და ახლა კარგად ვარ, აი ამ პაციენტებს შემდგომში დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. დიახ, ნებისმიერი სიმპტომი განიხილება როგორც კოვიდ ინფექცია და აქ ერთვება ფსიქოლოგიური მომენტიც.

ბავშვები ძირითადად რჩებიან სტატისტიკის მიღმა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ იქნა ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები აქტიური გამავრცელებლები ხდებიან, ისინი მაინც ნაკლები პროცენტით ინფიცირდებიან, ვიდრე მოზრდილები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ უსიმპტომო მიმდინარეობის მქონე ბავშვებს არავინ ტესტავს”- აღნიშნავს ეკა უბერი.

პედიატრმა ასევე განაცხადა, რომ ახლა გამოსავალი ნამდვილად არის წერტილოვანი შეზღუდვები დიდი ქალაქებში.

“ეს დროს მოგვაგებინებს, გვირაბის ბოლოს სინათლე მოსჩანს და ესაა ვაქცინაცია. დარწმუნებული ვარ გაზაფხულისთვის ის ჩვენს ქვეყანაშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამ პერიოდში შეზღუდვები ძალიან მნიშვნელოვანია, მკვეთრად უნდა შემცირდეს საზოგდოებრივი თავშეყრის ადგილები. მესმის, რომ ხალხი დაიღალა და ძნელია მუდმივ რეჟიმში იმის მოსმენა, რომ დაიცვან დისტანცია და წესები. ინგლისში სერიოზული კვლევა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და აქცენტი გაკეთდა თინეიჯერებზე. მათი ასოციალურობისკენ ტენდეცია მკვეთრად გამოიხატა და ცხადია, ამ თვითიზოლაციას თავისი სერიოზული გართულებები აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავლი არ არის” – აცხადებს პედიატრი.

ეკა უბერის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით თუ სწორად გავიკეთებდით ნიღბებს, 70 პროცენტში შემცირდებოდა კოვიდის გავრცელების რისკები.

“ეს ძალიან მარტივი მაგალითია, იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ელემენტარული ნორმები. მე ვემხრობი ლოქდაუნის პრინციპს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლოქდაუნი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ვირუსთან ბრძოლის საქმეში”- ამბობს ეკა უბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები