LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოდით მაგ პარლამენტიდან, გამოაცხადეთ ისევ პოლიტიკური ბოიკოტი” – შალვა ნათელაშვილი

59
nat

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიის წევრებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში.

“მივმართავ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს- გამოდით მაგ პარლამენტიდან, გამოაცხადეთ ისევ პოლიტიკური ბოიკოტი, აღვადგინოთ საკონსულტაციო ფორმატი და მთელი მსოფლიო დადგება ფეხზე, როდესაც დაინახავენ, რომ რეჟიმმა, რუსმა ოლიგარქმა, ამ უსახო, არამზადა ოლიგარქმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც კი დაარღვია და რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, უკუღმა შეასრულა. კერძოდ, მეორე დღესვე მიიღო კანონი, რომ მშვიდობიან მომიტინგეს ჯარიმის ნაცვლად ციხე… მესამე დღეს მოსამართლეების დამტკიცება რომ აუკრძალა შარლ მიშელის დოკუმენტმა ისინი ყველა დაამტკიცა… მეოთხე დღეს მიიღეს ამინისტიის კანონი, რომლის თანახმადაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში ხმის ამოღება გაუთანაბრდა დანაშაულს და თუ ამინისტია არ გამოვიდა, სულ ეჭვმიტანილი იქნები ანუ გამოაცხადეს დამნაშავეებად დიდგორის ბრძოლის მონაწილები, ბარტყოფის გმირები, სააკაძე, სამასი არაგველი და 20 ივნისს თვალდათხრილი ახალგაზრდებიც…და ახლა მიიღეს კანონი პარტიის აკრძალვაზე. ამ ეტაპზე ლეიბორისტული პარტიის მხოლოდ, შემდეგი თქვენ იქნებით რიგში, ეს აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები