LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებაში ჩართვისთვის FBI-ს ჩვენი ძალებით მივმართავთ – მიხეილ რამიშვილი

84
a101259b

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებაში ჩართვისთვის ოჯახი ხვალიდან FBI-ს თავად დაუკავშირდება.

“აქამდე მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, თუ რა ფორმით უნდა გადამეგზავნა მე ოფიციალური მოთხოვნა ფედერალური ბიუროს ჩართვის საკითხზე, რადგან გამოძიებისგან ველოდებოდით გარკვეულ პასუხებს, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი ძალებით გავაკეთებთ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ადვოკატმა ამბობს, იღებს პასუხისმგებლობას განცხადებაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

„დიახ, თამარი მოიცილეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო მკვლელობა“, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი – ოჯახის ადვოკატი უცხოელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ხედავს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები