LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიცანით, საიდან ისროლეს რაკეტები.. თუ ერთი ამერიკელი მაინც მოკლეს, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება: ტრამპი ირანს აფრთხილებს

87
FORTUNA.GE- (5)

ბაღდადში, ჩვენს საელჩო რამდენიმე რაკეტა ესროლეს. სამი რაკეტის გაშვება ვერ მოხერხდა. გამოიცანით, საიდან ისროლეს რაკეტები?ირანი. ახლა გვესმის ერაყში, ამერიკელების წინააღმდეგ შესაძლო, მოსალოდნელ თავდასხმებზე ინფორმაცია. რამდენიმე რჩევა ირანს: თუ ერთი ამერიკელი მაინც მოკლეს, პასუხისმგებლობა დაეკისრება მას.” – გამაფრთხილებელი მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.

 

 

დონალდ ტრამპი ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ნასროლი რაკეტები ირანული წარმოებისაა.

ბაღდადში, “მწვანე ზონაში” ამერიკის საელჩოზე თავდასხმა 20 დეკემბერს განხორციელდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილ შეიარაღებულ დაჯგუფებას ზურგდ უმაგრებს ირანი.

ოფიციალურმა თეირანმა უარყო ტრამპის ბრალდება და განაცხადა, რომ ის დიპლომატიურ და საცხოვრებელ ობიექტებზე ყოველგვარ თავდასხმას გმობს.