LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიგონეს ინოვაციური კამერა-ტაბლეტი, რომელიც ენდოსკოპიას ჩაანაცვლებს

2776
pillcam

ბრიტანეთში გამოიგონეს ტაბლეტის ზომის კამერა, რომელსაც მომავალში სრულიად შეუძლია ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო, თუმცა საჭირო გამოკვლევის, ენდოსკოპიის ჩანაცვლება. ენდოსკოპიის პროცედურა გულისხმობს კუჭ-ნაწლავის კვლევას ორგანიზმში პირის ღრუდან კამერის შეყვანით, რაც ცხადია საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. ინოვაციური კამერა კი მხოლოდ წამლის კაფსულის ზომისაა და მისი ჩაყლაპვა განსაკუთრებულ სირთულესთან ნამდვილად არ იქნება დაკავშირებული.

კამერა მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, თუმცა ცხადია მას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების აღმოჩენაც შეუძლია. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კამერა ფოტოებს იღებს და მედიკოსებს აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ შესაძლო პათოლოგიურ პროცესებს. ტაბლეტის ჩაყლაპვიდან სულ რაღაც 5 საათში ექიმებს ექნებათ კამერის მიერ გადაღებული 400 000-მდე ფოტო და შესაბამისად, პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე მოვლენების სრული სურათი.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ახალი გამოგონება, ბრიტანეთის მასშტაბით ტაბლეტი-კამერა მოხმარებისათვის უკვე გადაეგზავნა 11 000 პაციენტს.

თუ ინოვაციური ტექნოლოგია მოლოდინებს გაამართლებს, ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება მედიცინაში, რადგან ტაბლეტი-კამერა შეძლებს ჩაანაცვლოს ენდოსკოპია, კოლონოსკოპია, რენტგენოგრაფია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სადიაგნოსტიკო სხვა საშუალებები.

ბრიტანელი ექიმების თქმით, დიაგნოსტირების ეს მეთოდი ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან მისი საშუალებით სიმსივნური პროცესების ნაადრევ სტადიაზე შემჩნევა იქნება შესაძლებელი. „ხშირად პაციენტების ნაწილი ენდოსკოპიასა და კოლონოსკოპიაზე უარს აცხადებს, რადგან ეს საკმაოდ უსიამოვნო პროცედურებია, ექიმს კი მაშინ მიმართავს, როცა უკვე ძალიან გვიანია. ტაბლეტი-კამერა კი მოსახმარებლად მარტივია და კომფორტულია.“– აცხადებენ ისინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები