LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს – მარინა ეზუგბაია

110
Capture

“3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი ორი ინფიცირებული პაციენტის წყაროც ცნობილია. სატვირთო მანქანის მძღოლს კი ვირუსი საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა.

“სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მატება ზომიერი, კონტროლირებადია უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში. მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 16-ით მოიმატა. ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე სამი მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

“ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ, გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი კლინიკა. ამ ეტაპზე 32 ადამიანი მკურნალობს ჩვენთან. იმ 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა არის გაუმჯობესებული. შეიძლება თქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე მეტყველებს”, – აცხადებს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები