LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება“: პრემიერი აქციების შეზღუდვებზე

95
663306225217003683687057071504846448230400n-13195

გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ანტიკრიზისული გეგმის ფერმერებისთვის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების დატოვება აქტუალური, პრემიერმა უპასუხა, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

„ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები სექტემბრამდე არის დაწესებული. ჩვენ კოვიდ-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტიანად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკის ამოქმედებისთვის გარკეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ, ან მსოფლიომ დაამარცხა. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან უკვე კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოვხსნით.

ჩვენ ეს შეზღუდები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ შეზღუდვები იყოს გონივრული და ეფექტიანი და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. 

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონსპექტში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ეფექტიანად ცდილობს და პოულობს იმ ძალას, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეზღუდვებში არ შევა აქციების შეზღუდვა.

„გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები