LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორიცხული თემაა… ლევანი მხედრიონში არ ყოფილა“ – რას ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ვერსიებზე

482
კაჭარავა

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენის გარდაცვალება ნიკო კვარაცხელიას საქმეს  უკავშირდება.

„შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად, რაშიც შეიძლება იყო დარწმუნებული ადამიანი არის ის, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმესთან საერთოდ შეხება არ ჰქონია, მით უფრო არც ძმებ კაკულიებთან. ლევანი არ იყო პატარა ბიჭი, რომ ამ საქმესთან რამენაირად კავშირში ლევანი  ყოფილიყო, გამორიცხული თემაა“.  – ამის შესახებ ლევან კაჭარავას დეიდაშვილმა სალომე კობალაძე  „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ბიზნესმენის დეიდაშვილი კითხვაზე, 90-იანი წლების შურისძიებასაც გამორიცხავს თუ არა, პასუხობს:

„გამორიცხულია, ვიცი რა ვერსიასაც განიხილავთ და ეს არის აბსურდი… მაშინ იყო სპეცოპერაცია, მხედრიონი იყო სამთავრობო დანაყოფი და არც ლევანი და არც მისი ახლო წრე იქ არ ყოფილა. პირადად ლევანი მხედრიონში არ ყოფილა“. – ამბობს  სალომე კობალაძე.

ლევან კაჭარავას დეიდაშვილი ასევე გამორიცხავს, რომ მკვლელობა ბიზნესწილებს უკავშირდება.

„სრულიად გამოვრიცხავ, იმიტომ რომ არანაირი წინაპირობა არ იყო იმის, რომ ასე განვითარებულიყო სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით“. – ამბობს სალომე კობალაძე.

ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც ბაგებში, ავტომობილში მოკლეს

„ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი“ – ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ცნობისთვის, 24 ივნისს ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს. მას „ტილიკას” მეტსახელით იცნობდნენ. ბიზნესმენი 53 წლის იყო.

ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო.

ბიზნესმენი ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები