LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხულია, “ასტრაზენეკას” ვაქცინას ვირუსი გამოეწვია – ალექსანდრე გოგინავა ინფიცირებული ექთნის შესახებ

124
ალექსანდრე გოგინავა

“ეს არ ნიშნავს, რომ ტესტი ვერ ჩატარდა სწორად ან რაიმე ხარვეზი იყო, თუმცა, ასეთი შემთხვევებიც ხდება-ხოლმე,” – ამის შესახებ “ფორტუნასთან” ექიმ-ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაინფიცირებული ექთნის საკითხზე შეფასებისას ისაუბრა, რომელსაც ვირუსი “ასტრაზენეკას” ვაქცინაციის შემდგომ გამოუვლინდა.  

ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, რადგან კორონავირუსით ინფიცირებიდან, დაავადების განვითარებამდე გარკვეული პერიოდია საჭირო, სრულიად შესაძლებელია, რომ PCR ან სწრაფი ტესტის შედეგმა არასწორი მონაცემი აჩვენოს. შესაბამისად, ინფექციონისტი ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთნის დაინფიცირებაც, რომელსაც ვირუსი ვაქცინაციის შემდგომ გამოუვლინდა, დასაშვები შემთხვევაა.

“მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ინფიცირებიდან დაავადების განვითარებამდე დრო დაახლოებით 7-10 დღეა, ხანდახან 14 დღეც, ამიტომ შეიძლება ადამიანი ინფიცირებული იყოს, მაგრამ PCR ტესტით ან სწრაფი ტესტის მეშვეობით ვირუსის გამოვლენა ვერ მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტი ვერ ჩატარდა სწორად ან რაიმე ხარვეზი იყო, თუმცა, ასეთი შემთხვევებიც ხდება-ხოლმე. თუ ვირუსზე მაღალი ალბათობაა, ანალიზი კიდევ, ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს და გაკეთდეს,” – განუცხადა “ფორტუნას” გოგინავამ.

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა

ექიმის თქმით, გამორიცხულია, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინას ვირუსი გამოეწვია.

“ამის თეორიული შანსი არ არსებობს, რადგან ამჟამინდელი ვირუსი, ეს არ არის კორონავირუსი, ეს არის შიმპანზის ადენოვირუსის სუბსტრატი და ეს ვაქცინაც ამის მიხედვითაა შექმნილი, ამიტომ ვაქცინა კორონავირუსულ ინფექციას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა,” – გვითხრა ინფექციონისტმა.

ექთანი, 18 მარტს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა – 20 მარტს Covid-19 დაუდასტურდა: პენიტენციური სამსახური

 

პოპულალურები