LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვფინოთ უკრაინის დროშები მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად – ირინა სარიშვილი მოქალაქეებს მიმართავს

123
BeFunky-collage (3)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად – 16 თებერვალი სახელდება. ამ ფონზე არ წყდება უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში.

უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, მოქალაქეებს დროშების გამოფენის ინიციატივით მიმართავს ირინა სარიშვილი.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა

“ხვალ, 16 თებერვალს, პუტინი უკრაინას თავდასხმით ემუქრება. ამის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტი 16 თებერვალს ეროვნული
ერთიანობის დღედ აცხადებს, როცა მთელი ქვეყანა უკრაინის სახელმწიფო დროშებს გამოფენს.

კარგი იქნება თუ იგივეს გავაკეთებთ ჩვენც და ქართული დროშის გვერდით გამოვფენთ უკრაინის სახელმწიფო დროშებს, რითაც გამოვხატავთ სოლიდარობას და მადლიერებას უკრაინელი ხალხის მიმართ.

ეს მარტო უკრაინის ომი არ არის.

ეს ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანის ომია!

დიდება უკრაინას!”, – წერს ირინა სარიშვილი.

CNN-ი კადრებს ავრცელებს: როგორ გადაადგილდებიან რუსული ტანკები უკრაინის საზღვრის მიმართულებით

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა CBS-ი წერს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.

გამოცემის წყაროს მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ, რაც 13 თებერვლის მდგომარეობის ცვლილებაა. 13 თებერვალს სამხედრო ნაწილებმა ჩვეული განლაგების ადგილი დატოვეს, თუმცა თავდასხმის პოზიციაში ჯერ არ იყვნენ გადასული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები