LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამწვანება, გართობა, ნაოსნობა – ნახეთ რა გაკეთდება მტკვრის სანაპიროზე (ფოტოები)

651
12

„მდინარეების როლი თანამედროვე ქალაქებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თბილისიც, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გამონაკლისი, ამიტომაც მტკართან კავშირის აღდგენა დიდი გამოწვევა და პრინციპული ამოცანაა. აქედან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით და მონდომებით ჩავერთეთ მტკვრის სანაპიროს არეალების განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსში და მოუთმენლად ველოდებით შედეგებს“, – ამის შესახებ შპს „არტსტუდიო-პროექტში“ აცხადებენ. კომპანია ერთ-ერთია იმ 4 პრეტენდენტიდან, რომლებმაც ტენდერის ფარგლებში, მტკვრის სანაპიროების განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინეს.

როგორც ცნობილია, დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარება იგეგმება. ტენდერი ამ პროექტზე 2019 წლის 10 მაისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 28 მაისს დასრულდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, სახელმწიფო შესყიდვის მიზანი მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის შესაბამისი დიზაინის მომზადებისთვის საუკეთესო შემსრულებლის გამოვლენაა. ტენდერის ფარგლებში საკუთარი ხედვა შპს „არტსტუდიო-პროექტის“ გარდა, შემდეგმა კომპანიებმა წარადგინდეს: შპს „ელისო სულაკაური“; შპს „კარკასი“ და შპს „ჯორჯიანჰაუსი“.

სოციალურ ქსელში, უფრო კონკრეტულად კი ფეისბუქ გვერდ Architectural Forum- ზე ვრცელდება ამ კომპანიების მიერ წარდგენილი ხედვების ამსახველი ფოტომასალა.

გადახედეთ რამდენიმე ფოტოს, თუ რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები