LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყოფი ხაზის სოფლებში დახმარების აქცია გრძელდება: ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ

75
1

სოფელ საკორინთლოსა და სოფელ ოძისში ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.

აქცია გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების ფარგლებში განხორციელდა.

აქციის ინიციატორი და ორგანიზატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. მხარდამჭერი კი გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აქცია გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში ხორციელდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა:

“ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ კამპანიას, რომელიც პანდემიით შექმნილი საჭიროებების საპასუხოდ დავიწყეთ გასული წლის დასასრულს. ამჯერად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს. ჩვენ აღნიშნული აქციით მოვიცავთ გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური აქციის პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი.” – განაცხადა თეა ახვლედიანმა.