LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ჩვენ ეპიდემია ვმართეთ, ბევრი რამ დაიხვეწა, ჩვენც ბევრი ვისწავლეთ

82
BeFunky-collage (11)

ჩვენ რომ 2020 წლის გაზაფხულზე არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3, 4, 5000 ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა, – ასე პასუხობს ამირან გამყრელიძე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა მკაცრი შეზღუდვების საჭიროება 2020 წელს და რატომ არ არის ის ახლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ ეპიდემია მართეს.

„შარშან არ იყო სხვა იარაღი კოვიდთან ბრძოლისა, გარდა შეზღუდვებისა. ვაქცინა არ იყო, წამლები არ იყო, ცოდნაც კოვიდის შესახებ ბევრი არ გვქონდა. 2020 წლის გაზაფხული მაქვს მხედველობაში. ამიტომ მთელი მსოფლიო ამ დაავადებას ებრძოდა სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა სიმძაფრის შეზღუდვით.

ჩვენ რომ მაშინ, 2020 წლის გაზაფხულზე არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3, 4, 5000 ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა.

შემდგომ ბევრი რამ დაიხვეწა, ჩვენც ბევრი ვისწავლეთ ამ ინფექციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ხოლმე პიკზე [შემთხვევები], ეპიდემია ვმართეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გაბუნია: ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ “ომიკრონია”, დადასტურებულია 1 200-ზე ცოტა მეტი შემთხვევა

გაბუნია: შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა

გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, არ ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან მას როგორც სუდროს, „ომიკრონიც“ იწვევს დამძიმებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები