LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: მასწავლებლები მოეშვნენ, გთხოვთ, მიბრძანდით გამოსაკვლევად – პედაგოგების ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გვაქვს

126
118846649-3293609020727005-6859376029952631649-o

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მუდმივი აღმავალი ზრდა ფიქსირდებოდა და დღეს პირველად, მაჩვენებელმა ქვემოთ დაიწია, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია.

“აჭარა კვლავ რჩება ცხელ წერტილად, მაგრამ დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე აჭარაში. თუმცა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ოდნავ დავმშვიდდებით, თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ, ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ყველა ეს რეკომენდაცია, რომ ეს მრუდის დახრილობა როგორმე შევინარჩუნოთ,”- აცხადებს გამყრელიძე.

179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციონისტმა ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 179 ახალი შემხვევიდან 4 სამედიცინო პერსონალია.

“კონტაქტები არის 57, ეპიდაფეთქების კერებში, დაახლოებით, 83 დადასტურდა, სიმპტომებიანი პაციენტი იყო 27, კარანტინსა და თვითოზოლაციაში 2 იქნა დადასტურებული, ანუ, ძალიან მცირე. მედპერსონალი გვყავდა 4, იუსტიციაში 5 და 1 მძღოლი იყო”, – აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსი დაუდგინდა აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე 7 მასწავლებლებს.

“მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება”,-განაცხადა ინფექციონისტმა.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 126 აჭარას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები