LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: პიკში თებერვლის პირველ დეკადაში შევალთ, გვექნება 10-დან 15 000-მდე დადასტურებული შემთხვევა

131
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შევა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიკის დროს, ქვეყანაში, დღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 10-დან 15 000-მდე იქნება:

“რას ველოდებით – ველოდებით, რომ შემთხვევათა ზრდა ნამდვილად იქნება და, როგორც მოგახსენეთ, პროგნოზირების ძირითადი ინსტიტუტების მონაცემებით, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ისინი გვეუბნებიან, რომ პიკში იანვრის ბოლო დეკადაში და თებერვლის პირველ დეკადაში შევალთ.

[…] აიტაცეს ჩემი ნათქვამი 60 000 შემთხვევა, მე კი არ მითქვამს, რომ 60 000 გამოვლენილი შემთხვევა გვექნება, კარგად დაუკვირდით, რასაც ვსაუბრობ, ჩვენ დღესაც 7 000 რომ გვაქვს, ეს არის გამოვლენილი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, ალბათ დღეს ქვეყანაში ორჯერ მეტია დაახლოებით ინფიცირებული, რომლებსაც ჩვეულებრივი, მსუბუქი სურდო, მსუბუქი ხველა აქვთ, ისინი არ მიდიან ტესტირებისთვის.

ჩვენ, დაახლოებით, ვანგარიშობთ, რომ პიკზე ჩვენ უნდა გვქონდეს სადღაც 10-დან 15 000-მდე გამოვლენილი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, აქედან ვიცით, რომ თუ “დელტას” დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა იყო 12 -15 % ის ფარგლებში, ომიკრონის დროს ეს მერყეობს 5 – 10 %-ის ფარგლებში. ჯერ არ შეიმჩნევა ზეწოლა ჰოსპიტლებზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაბუნია: ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ “ომიკრონია”, დადასტურებულია 1 200-ზე ცოტა მეტი შემთხვევა

გაბუნია: შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა

გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, არ ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან მას როგორც სუდროს, „ომიკრონიც“ იწვევს დამძიმებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები