LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი, დღიური მაჩვენებელი კი 1 000-ზე მეტია

45
kovidvaktsinatsia-did-britanetshi-w-h

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 20 622 ადამიანი.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 1 200-ის ფარგლებშია.

„ 11 აპრილს აიცრა 928, კვირა იყო და ოდნავ დავარდნილია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო გვაქვს დაახლოებით, 1200-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ, გუშინწინ გვქონდა დაახლოებით 1 400, იმის წინ 1 500 და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ.

17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს - გამყრელიძე

"არის პირველი ნიშანი იმის, რომ შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს".

დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე აცრა თუ გვექნა, მარტ-აპრილ-მაისში სადღაც 200 000-დან 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი და დაახლოებით 50 000-მდე ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ სამ თვეში აცრის აღნიშნულ მაჩვენებელზე გავიდეთ. გასაგებია, რომ მასობრივი აცრები ჩვენთან დაიწყება, დიდი ალბათობით, ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში ყოველთვის გვექნება ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინისა. მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ აუცილებელი რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები