აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია – 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება.

მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან,“- განაცხადა გამყრელიძემ.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები