LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო: მესამე კვირაა, სკოლებში კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს

84
1

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მესამე კვირაა, სკოლებში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, ქვეყნის  მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

სამინისტროს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი იმყოფება.

“სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი.

მესამე კვირაა, სკოლებში კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ:

◼ განათლების სამინისტრო სკოლებში კოვიდ-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით;

◼ ინტენსიურად მიმდინარეობს კოვიდ-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

◼ სკოლები სრულად არის აღჭურვილი პანდემიის პრევენციისთვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით;

◼ სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო;

◼ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები