LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება თუ არა პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი: რას ამბობს ამირან გამყრელიძე

484
gamyrelidze-a

პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება” – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მათი რეკომენდაციაა პირბადე დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის ადგილებში გამოიყენონ.

„კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ.

მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიური წამალი, ანტი-ვირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს.

პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს“, – განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები