LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება ყველანაირი ვერსია: ბორჯომის ხეობაში გამომძიებლებმა დაიწყეს მუშაობა

125

გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი ბორჯომის ხეობაში მუშაობას უკვე შეუდგა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გამომძიებლები აბასთუმნის ტყეშიც დაიწყებენ მუშაობას.

“დღეს, გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი შეუდგა მუშაობას ბორჯომის ხეობაში, სულ მალე კი აბასთუმანშიც დაიწყებენ მუშაობას. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ვერსიებს, განიხილება ყველანაირი ვერსია, მათ შორის, დივერსია და ყველა სხვა გამომწვევი ფაქტორი. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული არ შემიძლია გითხრათ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები