LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინებით ნაშოვნი მილიარდები – ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი 68 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიას ლიდერობს

167
mackenzie

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი – მაკკენზი სკოტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიის სათავეში აღმოჩნდა და დღეს ის, პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალია. მაკკენზის ქონება, ბოლო თვეების განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა და ამ ეტაპზე, 68 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსთან განშორების შემდეგ (2019 წლის ივნისში), მაკკენზი სკოტმა მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული Amazon-ის აქციების 25% მიიღო. განშორების მომენტში აქციების ღირებულება 35 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მაკკენზი სკოტის ქონება თითქმის გაორმაგდა. ამის მიზეზი Amazon-ის აქციებზე ფასის რეკორდული ზრდაა. ცხადია, ამ ფაქტმა გავლენა იქონია მისი ყოფილი მეუღლის ქონებაზეც და დღეს ჯეფ ბეზოსი 207 მილიარდი დოლარის მფლობელია. Amazon-ის დამფუძნებლი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში პირველ ადგილს არ თმობს. თავად მაკკენზი სკოტი ამ სიაში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მაკკენზი სკოტის ცხოვრებიდან კიდევ ერთი ფაქტია საინტერესო, ის ბეზოსთან განშორების შემდეგ მალევე, Giving Pledge-ს („გაცემის ფიცი“) შეუერთდა. ესაა საქველმოქმედო კამპანია, რომელიც 2010 წელს ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის ინიციატივით დაიწყო. ამ კამპანიაში შემავალი მილიარდერები საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები