LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განქორწინებული წყვილების შვილები ზოგჯერ მანიპულაციას სწავლობენ“ – სალომე ბლიაძე

782
fsiqologi-news32434355

როდის იწყება ეგოიზმი ბავშვებში, როგორ სწავლობს მანიპულაციას და როგორ აღმოვფხრათ აღნიშნული ქცევა – ამ თემებზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი  სალომე ბლიაძე ესაუბრა.

„არსებობს გარკვეული სიტუაციები, რითიც ჩვენ ვუწყობთ ხელს ბავშვის ეგოცენტრულ ქცევას. ეს შეიძლება იყოს მისთვის ყველა სურვილის და კაპრიზის შესრულება, არაადექვატური შეფასება, მისი პიროვნული თვისებების  გადამეტებული ხაზგასმა და  ა.შ. დაახლოებით  4 -5 წლის ასაკიდან  მშობელს შეუძლია ამ საკითხებზე მუშაობა და ეგოიზმის პრევენცია. მნიშვნელოვანია ჰქონდეს სწორი სტრატეგიები და მიდგომები ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის.

პათოლოგიური ეგოიზმი გამოიხატება, როცა ბავშვი უგულებელყოფს სხვის სურვილებს და აზრს.  ხშირ შემთხვევაში მშობლის დამოკიდებულება იწვევს ეგოიზმს, ასევე აღზრდის ფორმა. ხშირია, როცა ოჯახის ერთი წევრი უარს ეუბნება რამეზე, ხოლო მეორე უსრულებს. ერთი შენიშვნას აძლევს, მეორე იგივე საქციელს უქებს. ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვა”არა” და ეს უნდა სწორად მივაწოდოთ და ავუხსნათ.

გონქორწინებული წყვილის ცხოვრებაში, სადაც ბავშვი ხდება მთავარი მოქმედი გმირი, მშობლები იწყებენ ჰიპერმზრუნველობას ერთმანეთის დასანახად ან ჯიბრზე. ხშირად ამ ფორმას ბავშვი მანიმულაციისთვის იყენებს. მაგალითად, ფრაზის ხაზგასმითმე ეს სათამაშო მიყიდა მამამ”, დედასაც აყიდინებს სათამაშოს. ამ დროს არ ხდება ბავშვის კაპრიზების რეგულაცია. თუ ამის რეგულაციას არ მოვახდენთ, ვაყალიბებთ ეგოცენტრულ ბავშვს, რომელსაც ზრდასრულობაში უფრო გაუჭირდება ადაპტირება.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები