LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებულად სარისკო პერიოდია, ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ: რა იწვევს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გახშირებული ხანძრები

352
pjimage (3)

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ტყეებში 700 ხანძარი დაფიქსირდა. ხანძრის შემთხვევათა რაოდენობა განსაკუთრებით ზაფხულში იზრდება. ამის მიზეზი კლიმატური ცვლილებები: უნალექო ამინდი, ტემპერატურის მკვეთრი მატება, ასევე დასვენების სეზონი და სხვა ფაქტორები, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ხანძრის წარმოშობის 95% ადამიანების დაუდევრობას უკავშირდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი გვესაუბრა იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლითაც გახშირებული ხანძრების თავიდან აცილებას შევძლებთ.

 

რა იწვევს ტყეში ხანძრის გაჩენას

“სტატისტიკითაც დადგენილია, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ტყეში ხანძრების გამოწვევი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. ამას განსაკუთრებით ამწვავებს ბუნებრივი პირობები, ხანძარსაშიში პერიოდია ზაფხული. უნალექობისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანძრის გაჩენის რისკი იმატებს. ამ პერიოდში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ამავდროულად, ზაფხული აქტიური დასვენების სეზონია, ყველას უნდა ტყეში საპიკნიკოდ წასვლა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებაში, ტყეში თუ ტყესთან დასვენების დროს გვახსოვდეს და დავიცვათ ელემენტარული წესები, რათა ტყის ხანძრები და შეუქცევადი პროცესები თავიდან ავირიდოთ. მაღალი ტემპერატურის პირობებში რისკი ერთიორად იზრდება და სწორედ ახლა გვაქვს ეს პერიოდი. განსაკუთრებით სარისკო გვექნება სულ მცირე მომდევნო ერთი კვირა და ფრთხილად უნდა იყოთ”.

მესტიაში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან: გახდება თუ არა საჭირო მოსახლეობის ევაკუაცია

რა უნდა გავაკეთოთ ხანძრის თავიდან ასაცილებლად

“მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია ხანძრის დანთება ტყეში ხეებთან, გაუწმენდავ ადგილებში. ასეთი ადგილების შემჩნევა, სადაც ჩამოყრილია წიწვი, ფოთოლი თუ ტოტი, ძალიან ადვილია. თუ კოცონს დავანთებთ, აუცილებლად უნდა გავწმინოდთ 1 მეტრისა და 50 სმ-ის რადიუსში ტერიტორია, მოვაშოროთ ადვილად ალებადი მასალები: გამხარი ბალახი, ფოთოლი და ა.შ. რა თქმა უნდა, ტერიტორიის დატოვებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ კოცონი სრულად არის ჩამქრალი. ტერიტორიაზე დატოვებული ნარჩენები: ადვილად აალებადი მასალები, სიგარეტის ნამწვები, ბოთლები, მით უმეტეს თუ შიგნით წყალია, ხანძრის გაჩენის მთავარი წყაროა. ვერანაირი პრევენციული ღონისძიება, მეტყევე, მეხანძრე თუ არაჯი  ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ ხანძარი არ გაჩნდება, თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ შეუქცევადი პროცესები ჩვენმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სანქციები

“წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 400 ლარამდე განისაზღვრება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული ზიანის მასშტაბი 1000 ლარს აღწევს, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. რაც შეეხება დაუდევრობით თუ განძრახ ხანძრის გაჩენას, ამ შემთხვევაში მოქალაქე 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნათია იორდანიშვილი “ფორტუნასთან” საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით მოსახლეობის შეგნება ამაღლებულია, რაც წესების დაცვასა და პასუხისმგებლიან ქცევაში აისახება.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ბოლო წლებში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია, მაგრამ არასაკმარისად. ძალიან ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც საკარმიდამოს დასუფთავებისას ნარჩენის გატანა ეზარებათ და მარტივად ცეცხლის წაკიდებით წვავენ ხოლმე, ეს კი ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის.

 

რაც შეეხება კონკრეტულად სვანეთში, მესტიაში არსებულ ხანძარს, როგორც იორდანაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

“ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ, მისი გაჩენის მიზეზს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. ამ ეტაპზე ხანძრის ადგილები შემოსაზღვრულია, მისი გაფართოების საშიშროება არ არსებობს, თუმცა ქრობის პროცესს ართულებს ქარი და ჩვენი, საკმაოდ რთული რელიეფი, გართულებულია გადაადგილება, ხშირად ტექნიკას უჭირს მისვლა ხანძრის კერასთან. მაშველები უნდა დარწმუდნენ, რომ ხანძარი საბოლოოდ ჩამქრალია და ხანძრის კერა არსად არ დარჩენილა.

ნათია იორდანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ტყის კოდექსით დადგინდება მხოლოდ სპეციალური გამოყოფილი ადგილები, სადაც ცეცხლის დასანთებად ნებადართული ადგილები იქნება შემოსაზღვრული.

ვიდეო: სვანეთში, ტყის მასივში ხანძარია: ცეცხლის ჩაქრობას 20 მაშველი და 2 ვერტმფრენი ცდილობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები