LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული შესაძლებლობა განტვირთვისთვის: პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ „ტკბილი სოფელი“ ფუნქციონირებს

144
ipiccy-image

საქართველოში ტურისტული სექტორი ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. ხვალიდან ქვეყანა უკვე სახმელეთო საზღვრებსაც ხნის და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის მოლოდინშია.

ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ სად და როგორი განთავსების ობიექტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს.

ამჯერად, ვებგვერდი Pompok.com საზოგადოებას ინფორმაციას იმერეთში მდებარე „ტკბილ სოფელზე“ აწვდის. თავის მხრივ, Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.

რაც შეეხება უშუალოდ „ტკბილ სოფელს“, ის პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. კოტეჯში არის კონდიციონერი, ცხელი და ცივი წყალი და აბაზანა.

„იმერეთში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, დაბადების დღის გადასახდელად ან უბრალოდ განსატვირთად მყუდრო ადგილის მოძებნას თუ  გადაწყვეთ, ჩვენს ტკბილი სოფლის კოტეჯებში უნდა მოინახულო. ჩვენ გთავაზობთ: კოტეჯის ტიპის სასტუმრო მომსახურეობას, უგემრიელეს იმერულ სამზარეულოს“, – აცხადებენ „ტკბილ სოფელში“.

მათივე ცნობით, “ტკბილი სოფლის” კოტეჯები ასევე საუკეთესო ადგილია დასაბანაკებლად თუ კი, თქვენ გეგმავთ შემდეგი ტურისტული ზონების მონახულებას:

? პრომეთეს მღვიმე – 5 წთ

? გაბზარული ტბა – 5 წთ

? წყალტუბოს სამკურნალო სანატორიუმი – 10 წთ

?სათაფლიის ნაკრძალი 29 წუთი.

?მარტვილის კანიონი – 52 წთ

?ხვამლის აღკვეთილი  – 1 სთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები