LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განთავსება გაიაფდა: ქვეყანაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ყველაზე იაფი აჭარაშია

114
940846848263276ffcf3d0a39de764be

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის სექტემბერში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, 6.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 8.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.2%-ით. ინფორმაციას PMC Research ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2021 წლის სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%- ით შემცირდა.

2021 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 143 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 263 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა – 85 ლარი.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, მან სექტემბერში 497 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 694 ლარი შეადგინა, თბილისში – 642 ლარი, კახეთში – 539 ლარი, ხოლო აჭარაში – 485 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები