LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განზრახ გავაკეთეთ” – მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მიეცა ენმ-ს პარლამენტში სიტყვა

37
mdinaraZe

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ რატომ არ მიეცათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

“გულწრფელად რომ ვაღიარო, სახტად დარჩენილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც იყო ასევე პირადად ჩემი და ჩვენი მიზანი, რომ ეს გაგვეკეთებინა. ეს იყო პროცედურული სვლა. არ მინდა რომ რაღაც ფორმალურ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ მართლაც, ეს განზრახ გავაკეთეთ. გუშინ განიხილებოდა თუ დღეს დილიდან ეს საკითხები ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ემზადებოდნენ რაღაც პერფორმანსებისთვის და ეს გავაკეთეთ სპეციალურად”. – განაცხადა მდინარაძემ.

ეს გვერდი გადაიფურცლა, მივდივართ წინ – მელია პარლამენტში მივიდა

ცნობისთვის, პარლამენტის 8 ივნისის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ფრაქციის დროით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები