LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც: პროკურატურამ ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალი დააზუსტა

68
BeFunky-collage

პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტა. ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

მისი თქმით, ყველა ზემოაღიშნულ გარემოებასთან და მოტივთან დაკავშირებით დოკუმენტური მასალა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიეწოდება.

პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, ასევე, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. ამ გარემოებას ადასტურებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები — აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა როგორც ამ გარემოების მოტივთან დაკავშირებით, ასევე, ყველა მნიშველოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა”, – განაცხადა სადრაძემ.

მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: მელაშვილი ივანიშვილს ახალ წელს ულოცავს

 

პოპულალურები