LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედის დაბრუნებას საბერძნეთიდან დღემდე ელოდებიან

59
17917934-601F-45D2-A775-9243A0F42883-w1023-r1-s

სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება – ოჯახი დედის ჩამოსვლას ელოდება. 10 წლის წინ ემიგრაციაში წასული ნესტან აბჟანდაძე სამშობლოში დასაბრუნებლად საბერძნეთიდან რამდენიმე დღის წინ წამოვიდა, თუმცა, პასპორტისთვის ვადის გასვლის გამო მესაზღვრეებმა ის თურქეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

შვილმკვდარ დედას საქართველოში დასაბრუნებლად დახმარება საქართველოს ხელისუფლებას დაჰპირდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნესტან აბჟანდაძეს ისინი კვირას ელოდებიან, ბავშვს კი სამშაბათს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი უკვე წაუყენეს. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები