LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდიანი: ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვას გეგმავს

81
Close,Up,Photo,Business,People,He,Him,His,She,Her

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მომავალში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების მიზნით ამ მიმართულებით სატესტო-ექსპერიმენტულ პროექტს განახორციელებს. საპილოტო პროგრამა კერძო კომპანიებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში შემოდგომაზე გაეშვება. ექსპერიმენტულ პროექტში მონაწილეობას 200-მდე ორგანიზაცია მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება დაახლოებით 3000-6000 დასაქმებულს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გასაჯაროებულა,  ზოგი რამ მაინც ცნობილია. მაგალითად ის, რომ პროექტი სამ წელზეა გათვლილი, მისი ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს. პირველ წელს ექსპერიმენტში მონაწილე კომპანიებს 100%-ით აუნაზღაურდებათ სამუშაო საათების შემცირებით გამოწვეული დანაკარგები, მეორე წელს 50, ხოლო მესამე წელს 33%-ით.

პროექტი, რომელსაც ესპანეთის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო, მემარცხენე პარტიას,  Más País-ს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ოთდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის იდეას მომხრეები სხვა არაერთ ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის ახალ ზელანდიასა და გერმანიაში.

ექსპერტების მოსაზრებით, ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას და შეამცირებს სტრესს. გარდა ამისა, სამუშაო დღეების რაოდენობის შემცირება ადამიანებს დაეხმარება, გახდნენ უფრო პროდუქტიულები და მოტივირებულები.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც რვასაათიანი სამუშაო დღე პრაქტიკაში დანერგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები