LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდიანის“ შთამაგონებელ ფოტოპროექტებს შორის მოხვდა პროექტი, რომლის მთავარი გმირი მსახიობი ანი იმნაძეა

224
aniimnadze201214

რუსი ამერიკელი სომხური ფესვებით, – ფოტოგრაფი დიანა მარკოსიანი მოხვდა პრესტიჟული გამოცემის< „გარდიანის“ ახალ სტატიაში, სადაც ყველაზე შთამაგონებელ შვიდ ქალ ფოტოგრაფზე მოგვითხრობენ. სტატია სწორედ მისი ფოტოთი იწყება, რომელზეც ქართველი მსახიობი, ანი იმნაძეა გამოსახული. რეჟისორი და ფოტოგრაფი, დიანა მარკოსიანი ფოტოებით მოუთხრობს მნახველს იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა პოსტსაბჭოთა რუსეთი მისმა დედამ და აშშ-ში, კერძოდ, სანტა-ბარბარაში გაემგზავრა. პროექტის სახელწოდებაა „სანტა ბარბარა“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სწორედ ის ერთ-ერთი პირველი ამერიკული სერიალია, რომელიც საბჭოთა კავშირში გადიოდა. სწორედ ამით იწყება ასევე ფილმი, იმავე თემაზე, რომელიც დიანა მარკოსიანმა გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები