LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოსდაცვით საკითხებზე კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი იმუშავებს

128
Environment-1-1

„ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვით საკითხებში ადგილობრივ დონეზე საქართველოსა და უკრაინაში“ წარმოადგენს რეგიონულ პროექტს, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა.

პროექტი მოიცავს 120 ახალგაზრდას საქართველოს და უკრაინის შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, კიევი, ლვოვი და კრივოი როგი და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი მიმართულებით ადგილობრივ დონეზე.

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მოხდება ქალაქების მუნიციპალიტეტების გარემოსდაცვითი პროგრამების ანალიზი; ხოლო შემდეგ, ორდღიანი ტრენინგები, სადაც შერჩეული მონაწილეები განიხილავენ მიმდინარე გარემოსდაცვით პროგრამებს და ჩამოაყალიბებენ საკუთარ ინიციატივებს.

მეორე ეტაპზე მოხდება „მრგვალი მაგიდების“ ორგანიზება და ახალგაზრდების მიერ ინიცირებული იდეების განხილვა ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად.

საქართველოს და უკრაინის ექვსივე ქალაქში მოეწყობა დასუფთავების კამპანია.

პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ა.შ.

„მიუხედავათ იმისა, რომ ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება ყველა ჩვენგანისთვის საგრძნობი გახდა, ხალხს ნაკლებად აქვს კომფორტის ზონიდან გამოსვლის სურვილი. მეორე პრობლემა კი ჩნდება მაშინ, როდესაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები საკუთარ ხმას ვერ აწვდნენენ შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს ახალგაზრდები ლოკალურ დონეზე და ასევე, ხელი შეუწყოს დიალოგის ფორმირებას ახალგაზრდულ ჯგუფებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის გარემოსდაცვით საკითხებზე.  პროექტი განხორციელდება საქართველოსა და უკრაინის 6 ქალაქში და ჩემთვისაც საინტერესო იქნება ის შედეგები, რასაც თითოეულ მუნიციპალიტეტში მივაღწევთ. ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელსაც კლიმატის ცვლილების შეჩერება შეუძლია, შესაბამისად, ყველამ უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა“ – ამბობს პროექტის რეგიონული კოორდინატორი, მარიამ ხუროშვილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების 2017 წლის სტიპენდიანტი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. პროექტში ასევე ჩართულები არიან თეა ტურაშვილი – 2019 წლის სტიპენდიანტი, ციფრული მარკეტინგის სპეცილისტი და ბოგდან დიაჩენკო – პროექტის კოორდინატორი უკრაინაში და 2017 წლის სტიპენდიანტი.

პროექტის იდეა გაჩნდა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიანტების 2019 წლის შეხვედრაზე, სადაც ახალგაზრდების მიერ ჩამოყალიბებულ 12 იდეას შორის, მეორე ეტაპზე გადავიდა 4, ხოლო საბოლოოდ შეირჩა 2 პროექტი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 28 წლამდე დაინტერესებულ  ახალგაზრდებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  შემდეგი აპლიკაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1RkbfDdqrUPrWob1VA-HZEvZz1V4FkuwSKQ8og9eWzFE/viewform?fbclid=IwAR1OBYOceP-yGWGtg5ksU-CbMIc4FHGn58h5BOW-wAx2DypNpy89XsWoXAI&edit_requested=true

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები