LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

281

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 ივლისს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას“ წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ ისაუბრებს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები.

გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები