LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეული კატა და ფოცხვერი ფოტომახეში – ლაგოდეხიდან ახალი კადრები ქვეყნდება (ვიდეო)

1468
42-29316901

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხიდან კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც გარეული კატა და ფოცხვერია ასახული.

ფოტომახის კადრებში აღბეჭდილია, თუ როგორ ნიშნავს ერთსა და იმავე ტერიტორიას გარეული კატა და ფოცხვერი.

ცხოველთა შორის კომუნიკაცია ძირითადად ერთი სახეობების ცხოველებს შორის მყარდება, თუმცა ის შეიძლება განსხვავებული სახეობის ორ ცხოველს შორისაც დამყარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ფოცხვერი და გარეული კატა ერთი ოჯახის ორი სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები არიან, ერთმანეთისთვის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები