LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარკვეული სიმპტომები ჰქონდა“ – სააკაშვილს კოვიდტესტირება ჩაუტარდა

219
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კოვიდტესტირება ჩაუტარდა.

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექიმებმა ტესტის აღება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან მას სავარაუდოდ გარკვეული სიმპტომები აღენიშნება:

“ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი. რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა ალბათ ჰქონდა, რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ამ ტესტის ჩატარება. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება.

ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ედუარდ სააკაშვილი მამის მონახულების შემდეგ – ვფიქრობ, დღეს-ხვალ სიკვდილის საფრთხე არ დგას, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის, „გამოვაძვრინოთ“, მინდა, მამაჩემი იყოს ჯანმრთელი, ეს რთული წარმოსადგენია, თუ ასე გაგრძელდა

მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს – აშკარა გახდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს და ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე – ედუარდ სააკაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები