LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის ბრალდებით 31 წლის პირი დააკავეს

116
unnamed

პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა კახეთში მოხდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გარყვნილი ქმედება სხვა არასწრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა, რის გამოც მასზე 31 წლის ბ.ქ-მ იძალადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები