LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ ღამის განმავლობაში თბილისის ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა

161
90752370-3403313373018572-4672969927521468416-o

გვიან ღამით დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ისევ მოირეცხა. დეზინფექცია ძირითადად ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან ჩატარდა.

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და იგი აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

“ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს. სადეზინფექციო სამუშაოები იქნება განხორციელებული, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და როგორც ვარკეთილში, ასევე ათივე რაიონში იქნება დამუშავებული ანალოგიური ხსნარებით ყველა ქუჩა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახი კალაძე ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები