LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ კვირასთან შედარებით, ვაქცინაცია უფრო დაბალ ნიშნულზეა – ეპიდვითარება რთულდება

44
ალექსანდრე გოგინავა

გასულ კვირასთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაცემულია. ეპიდემიოლოგები ტემპის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით რეგულაციების მოხსნა რისკის შემცვლელია.

” ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული.” – ალექსანდრე გოგინავა

ექიმები ყურადღებას ამახვილებენ აცრის, როგორც ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღზე.

“ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს, მაგრამ ჩვენ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება,“ – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები