LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ“ – 107 წლის ქალი სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს

537
190731164143-louise-signore-screengrab-exlarge-169

ქალი, რომელიც დღეს, 1-ელ აგვისტოს, 107-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოს ამხელს და ამბობს, რომ აქ მხოლოდ ერთი დეტალია – უნდა დარჩე მარტოხელა. 

ლუის სინორი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, რეგულარულად ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება. ამის მიუხედავად, მას სჯერა, რომ საუკუნეს მხოლოდ იმიტომ გაუძლო, რომ არასდროს ყოფილა ვინმესთან “მიჯაჭვული”.

“თუ ვარჯიშობენ, მეც ვვარჯიშობ. თუ ცეკვავენ, მეც ვცეკვავ. დიახ, ამ დრომდე შემიძლია ცეკვა. ლანჩის შემდეგ ბინგოს ვთამაშობ, ასე რომ საკმაოდ დატვირთული დღე მაქვს. ვფიქრობ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოა ის, რომ არასდროს გავთხოვილვარ. ჩემი და ამბობს, ნეტა მეც არ დავქორწინებულიყავიო” – ამბობს 107 წლის იუბილარი CNN-თან.

ლუისის და 102 წლისაა, ასე რომ, შეიძლება დიდხანს სიცოცხლე მათ ოჯახს ახასიათებს.

სინორმა დაბადების დღე ბართოუს საზოგადოებრივ ცენტრში აღნიშნა. წვეულებას ასამდე ადამიანი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ყველაზე მოხუცი ადამიანი 114 წლის ალეია მერფია, რომელიც ლუის სინორის მსგავსად, ნიუ-იორკში დაიბადა და გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები