ამერიკელმა ბიზნესმენმა არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობით, არამედ გამონათქვამებითაც გაითქვა სახელი, რომლებიც ბევრისთვის წარმატების მიღწევის საუკეთესო მოტივაცია აღმოჩნდა.

fortuna.ge გთავაზობთ ჯიმ რონის ყველაზე ცნობილ ფრაზებს:

  • ფორმალური განათლება გადარჩენაში დაგეხმარება, თვითგანათლება კი, წარმატებას მოგიტანს.
  • თუ გამუდმებით საკუთარ მიზანზე იმუშავებ, ერთ მშვენიერ დღეს მიზანი აუცილებლად ამუშავდება შენთვის.
  • შესაძლებლობები ოკეანეს ჰგავს, პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ჩაის კოვზით ცდილობს ამ ოკეანის ამოხაპვას.
  • წარმატება – რამდენიმე მარტივი წესია, რომელიც ყოველდღე უნდა დაიცვა, მარცხი კი, მხლოდ რამდენიმე შეცდომაა, რომელიც ყოველდღე გინდა დაუშვა.
  • საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხშირად სამოქალაქო ომს ჰგავს, რომელიც შენში ხდება.
  • რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ შეცვლი საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ შეგიძლია შეცვალო გზა, რომელსაც არსაით მიყავხარ.
  • სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ეცადე, ყველგან შენი ადგილი მონახო.
  • თუ გინდა ისწავლო სწორად მოქმედება, ჯერ არასწორად უნდა იმოქმედო.
  • დიდი წარმატების თითქმის ყველა ისტორია პატარა მარცხით იწყება.
  • იცხოვრე ისე, თითქოს უკვე მიაღწიე წარმატებას და წარმატებას თვითონ მოუნდება შენთან ცხოვრება.
  • ყოველთვის გაქვს არჩევანი – ან უბრალოდ იცხოვრო, ან თვითონ შექმნა საკუთარი ცხოვრება.
  • საკუთარ თავს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვღალატობთ – შთაგონებული ან სასოწარკვეთილი.
  • როცა რაიმეს მიღწევა გინდა, ზუსტად იმდენით უნდა გარისკო, რამდენის მიღებაც გინდა.
  • მომავლის ორი ხედვა არსებობს – ან შიშით უყურებ, ან აზარტით.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05