LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუჩინარებული გოგონები კამერებმა დააფიქსირეს – რა ვერსიები ვრცელდება

2328
kamera-e1547466428130-890x395_c

ბორჯომში გოგონების გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. ნაწილი ამბობს, რომ მოზარდები გორში წავიდნენ და ისინი გაბრაზებულები იყვნენ. თუმცა ვისზე ან რაზე უცნობია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომიდან გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს. ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული გოგონები პოლიციის ეკიპაჟმა ხაშურში იპოვა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა შეუძლოდ გახდა.მისთვის დახმარების სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ.

შეგახსენებთ, პრაიმტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები გორში იპოვეს, თუმცა აღნიშნულს ჯერ  შსს-ს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები დილიდან არავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

ბორჯომში 14 წლის გოგოები გაუჩინარდნენ

მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები