გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ პროცესზე მიიღო. საქმეზე ლემონჯავას თანამშრომლები, გამიმძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და რამდენიმე მოქალაქე უკვე დაიკითხა.

„ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და ის საფრთხე, რომ თითქოს ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, არ არსებობდა. ამიტომაც დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ”, – „ინტერპრესნიუსს“ ლემონჯავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

მსგავსი თემები