LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგებარია, ვინ ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებით – გიორგი კანდელაკი

169

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პარლამენტში მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა უნდა იყოს განხილვის მთავარი საგანი და არა მითიური პლანტაციები.

მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომ ეს შეიძლება იყოს კორუფციის წყარო.

“საზოგადოება შეთანხმდა, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანებს არ უნდა ვსვამდეთ ციხეში. ეს უნდა იყოს დღეს განხილვის მთავარი საგანი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა და არა მითიური პლანტაციები. გაუგებარია ასევე ვინ ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებით. ჩვენ ვფიქრობთ, ახლა ამ კანონის განხილვა არ უნდა მოხდეს. რომც გავიზიაროთ შემოთავაზებული მოდელი, ასეთ შემთხვევაშიც არ არის სანდო “ქართული ოცნება”, რომ ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს ამ ყველაფერს”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.