LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდეს შეზღუდვები ვაქცინირებული ვიზიტორებისათვის – ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს

57
budapest-airport-empty

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს, რომ ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები მოიხსნას.

„დღეს, ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაითვალისწინონ. ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს მიღებული“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად იმგზავრონ

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ „ციფრული მწვანე სერთიფიკატის“ ამოქმედებამდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ვაქცინაციის სერთიფიკატების მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სერთიფიკატის ნამდვილობა, მოქმედება და სამართლიანობა გადამოწმდეს.

ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად იმგზავრონ, თუ მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათი ადრე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება დამატებითი ტესტირება ჩატარება მოითხოვონ.